ტვ პირველმა ბიზნესმენ ვახტანგ ვახანიას მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დაადგინა

01.09.21 17:56
ტვ პირველმა ბიზნესმენ ვახტანგ ვახანიას მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დაადგინა

ტვ პირველმა ბიზმესმენის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული პირის ვინაობა გაარკვია.  მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული კახაბერ კ-აა. პირველების ინფორმაციით, კახაბერ კ-ას  ოჯახი ამ წუთებში პოლიციას ჩვენებას აძლევს. თავად დამნაშავის კვალზე კი სამართალდამცველები ამ დრომდე არ გასულან. ტვ პირველის ინფორმაციით, ბრალდებულმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია და თავი ოკუპირებულ აფხაზეთს შეაფარა.

მკვლელობის მოტივად ბიზნესგარჩევა სახელდება.

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ვახტანგ ვახანია, დღეს დილას საკუთარ ვილაში მოკლეს.