გომელაურის რაზმის ძალადობის გასაპროტესტებლად დღეს ქალთა მარში გაიმართება
ქალების ხმას დღეს პოლიციელები გაიგებენ. გომელაურის რაზმის ძალადობის გასაპროტესტებლად ქალთა მარში, ქვეყნის მასშტაბით რაიონულ ცენტრებში მდებარე პოლიციის შენობებთან ზუსტად 15:00 საათზე მივა. საპროტესტო აქციის მოთხოვნაა, შეასრულონ პოლიციელებმა დადებული ფიცი და ხალხის წამებაში მხილებულ ოლიგარქის ომონს წინ აღუდგნენ.