კაციტაძის უწყებაში აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს იბარებენ - ჩვენებას ამ წუთებში "პირველების" კორესპონდენტი ანა მდივანი აძლევს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხვაზე ის ჟურნალისტები დაიბარა, ვინც აქციების ძალადობრივი მეთოდებით დარბევის დროს დაშავდნენ და ომონის მხრიდან ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდნენ.
ამ წუთებში კარლო კაციტაძის უწყებას ჩვენებას "პირველების" ჟურნალისტი ანა მდივანი აძლევს. მას აქციაზე ჭყლის ჭავლი შეასხეს, რომელშიც, სავარაუდოდ, მომწამვლელი ნივთიერება იყო გარეული. ჟურნალისტს ძლიერი ალერგიული ფონი განუვითარდა, უჭირდა მხედველობა და სუნთქვა, ამიტომ მედიკოსების ჩარევა გახდა საჭირო.
ვიდექი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაჭუქებდი დაშავებულები ადამიანების მდგომარეობას, რა დროსაც წყლის ჭავლი შემომესახა სახეზე და ხელებზე. ნახევარი საათის განმავლობაში მიჭირდა ხედვა, სუნთქვა მქონდა გაძნელებული, სწორედ ამიტომ ექიმები აპირებდნენ კლინიკასი გადაყვანას. ცოტა ხანში დასტაბილურდა ჩემი მდგომარეობა, თუმცა მეორე დღეს მომიწია ინგოროყვას კლინიკაში გადასვლა, რადგან იმ ქიმიურმა ნივთიერებამ, რომელიც ამ წყალში შერეული, ჩემზე ძალიან იმოქმედა, მქონდა ალერგიული რეაქცია, - ამბობს ანა მდივანი.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე იედენტიფიცრებული არაა არცერთი მოძალადე, რომელიც თავისუფალ მედიაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს.