რა ნივთიერებით წამლავს სპეცრაზმი ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს? - ექიმები განმარტებებს ითხოვენ
რა ნივთიერებით წამლავს სპეცრაზმი ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს? ექიმები და ტოქსიკოლოგები სასწრაფო განმარტებებს ითხოვენ. მედიკოსები, რომლებიც რუსთველის გამზირზე დარბეულ მომიტინგეებს ეხმარებიან, განმარტავენ, რომ წყლის ჭავლში არსებული ქიმიური ნივთიერების ხანგრძლივობა იმდენად დიდია, რომ ადამიანების გონებაზე მოყვანა უჭირთ. არსებობს ეჭვები წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის შემადგენლობასთან დაკავშირებით.
ცრემლსადენი გაზია თუ კიდევ გარეულია შიგნით რამე, იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ცრმლდენას იწვევს და რალუარდ უზიანებს თვალებს ადამიანებს, გარკვეულ სპაზმსაც იწვევს, რომ არ ჩავთვალოთ პანიკა, იმიტომ, რომ ვისაც გამოცდილი აქვს, ზუსტად იცის რა მდგომარეობაა. ძალიან ბევს იყენებენ. გუშინაც, დღესაც, ალიან ბევრი ადამიანია დაზიანებული, - ამბობს ექიმი ლაშა უჩავა.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის ერთმანეთში გარევა ახალ ქიმიურ იარაღას წარმოქმნის, რომელიც ადამიანისთვის ძალიან საზიანოა.
ყველაზე საგანგაშ რაც არის, ორი სხვადასხვა საშუალების ერთმანეთში შერევა. ეს არის იგივე სპრეი და მეორე არის წყლის ჭავლი. ამათი შერევა წარმოქმნის სრულიად ახალ იარაღს, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ქიმიური იარაღი. მას ორივე კომპონენტი აქვს. ეს არის ადამიანიას დამაზიანებელი მოქმედება და მატარებელი. უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ამას. ძალოვან სტრუქტურებს მივმართავ, თუ მომხდარა დეკონტამინაცია იმ ტანსაცმლის, რომელიც მათ აცვიათ?, - ამბობს გიორგი კამკამიძე.