ერთ-ერთმა რობოკოპმა ცხვირში, როგორც "ბიტა", ისე შემომცხო, სისხლი თქრიალით მდიოდა - აქციის მონაწილე
პოლიციელების და სპეცრაზმის მხრიდან სასტიკ ანგარიშსწორებაზე საუბრობს კიდევ ერთი აქციის მონაწილე. ავთანდილ ტიტვინიძე, რომელიც ამ წუთბში კლინიკაშია მოთავსებული, "პირველებთან" ყვება, რომ ერთ-ერთმა რობოკოპმა მას ცხვირში ხელჯოხი ისე მძლავრად შემოსცხო, რომ სისხლის წასკდა. მისი თქმით, ძალადობას ადგილი ჰქონდა ამის შემდეგაც. ახალგაზრდა სამართალდამცველების მხრიდან დაცინვასა და შეურაცხყოფაზეც საუბრობს.
უკვე რომ გაგვაცილეს პარლამენტს, მაგ დროს რობოკოპს ალბათ ბეიზბოლის თამაში მოუნდა და როგორც ბიტა, ეგრე შემომცხო ცხვირში. მერე მიმიყვანეს უკვე მარშრუტკასთან. მანამდე რამდენჯერმე ჩამარტყეს, მაგრამ ეგ აღარ მიგვრძნია, ეს ისე მომხვდა. წინდა მომაწოდეს სისხლის მოსაწმენდად, გამდიოდა თქრიალით. რთი ზარიც ვითხოვე, ექიმიც და ადვოკატიც. არაფერი შემისრულეს, მითხრეს, რომ ეგ ყველაფერი იქნება წინასწარი დაკავების იზოლატორში. იქ რომ მივედით, რომ სამ საათზე, იზოლატორის თანამშრომლები გაშტერებულები მიყურებდნენ, აქ საიდან უნდა დაგარეკინოთ. მოხურეს კარი იზოლატორში და ჩამკეტეს და ძალით გადაგიღებთ ახლა ფოტოსო. „ახლაო დაგაბამთ ბორკილებით, დაგაგდეთ და ეგრე ეგდები 2 დღეაო“. მერე შეხედეს ერთმანეთს და „ახლა ჩვენ რაც ვიცით, ის გავაკეთეთო“ და წამოდი, ექიმის ოთხაში. „გაიხადე’, ვითომ უნდა შემშინებოდა. გავიხადე. ჩაჯექიო, ჩავჯექი. ადექიო - ავდექი. ჩაიცვიო, ჩავიცვი და 7 საათი ვიჯექი ადახლოებით სასამართლოს სარდაფში. გვერდზე პოლიციელები ჩურჩულებენ, რომ მოიცა, ჯერ ავიყვანოთო იქო და მერე გამოვუძახოთ სასწრაფოსო და ამიტანეს იქ და შევედი თუა არ, თავბრუ დამეხვა ისე, რომ ვეღარ დავჯექი მმორმალურად. იქ გამოიძახეს სასწრაფო, - ამბობს ტიტვინიძე.