"ხარებას კრიმინალი დაჯგუფება დაკავებულებს სასტიკად უსწორდება" - ადვოკატები წინასწარი დაკავების იზოლატორში მივიდნენ

04.12.24 11:44
"ხარებას კრიმინალი დაჯგუფება დაკავებულებს სასტიკად უსწორდება" - ადვოკატები წინასწარი დაკავების იზოლატორში მივიდნენ

შსს ამ დრომდე მალავს, რამდენი ადამიანი დააკავა დღეს გამთნიისას აქციაზე. ზაჰესის წინასწარ იზოლატორში ადვოკატები ცოტა ხნის წინ შევიდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულია 20-ზე მეტი პირი. 

უფლებადამცველები ამბობენ, დაკავებულების სიმრავლის გამო თბილისის იზოლატორებში ადგილი აღარ არის და აქციის მონაწილეები რეგიონებში გადაჰყავთ. ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ დაკავებულების ნაწილი კლინიკაშია მოთავსებული. მისი თქმით, ყველა დაკავებული სასტიკად ნაცემია. 

20-მდე ადამიანია დაკავებული, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად. ისევ როგორ აგრძელებს ეს კრიმინალი პოლიციის და კრიმინალი სპეცრაზმის თანამშრომლები თავისუფალი მოქალაქეების ცემას. მე დარწმუნებული ვარ და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ რამდენიმე ადამიანი იყოს კლინიკაში გადაყვანილი. ჯერ კორდონში ათრევენ, ურტყამენ, შემდეგ იქ არიან მოროდიორი ჯგუფები, რომლებიც დაძრწიან, ე.წ. ხარებას კრიმინალი დაჯგუფება და იქ ფიზიკურად უსწორდება ამ ადამიანებს. ყოველდღიურად, როდესაც ათეულობით ადამიანი ერთი და იგივე პრეპარატით იწამლება,რ ოდესაც არ ვიცით რა პრეპარატია, ს შეიძლება, გაუტოლდეს ჯანმრთელობის ძალიან მძიმე დაზიანებას, - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.