სენაკში კაცმა ცოლი მოკლა
სენაკში კაცმა ცოლი მოკლა. მამაკაცმა 50 წლამდე ქალს ჭრილობები დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა, მოგვიანებით კი, როგორც ადგილობრივები ყვებიან, პოლიციაში თავად დარეკა. მამაკაცი დაკავებულია.
"პირველების" ინფორმაციით, დანაშაულის დროს სახლში მცირეწლოვნებიც იმყოფებოდნენ.
რა გახდა საზარელი დანაშაულის მოტივი, ამ დროისთვის უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
17.09.26 18:39
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.