რესპირატორები, სათვალეები და ჩაფხუტები დახლებიდან გაქრა - "პირველების" ინფორმაციით, ეკიპირების გაყიდვა სუს-მა აკრძალა

04.12.24 13:59
რესპირატორები, სათვალეები და ჩაფხუტები დახლებიდან გაქრა - "პირველების" ინფორმაციით, ეკიპირების გაყიდვა სუს-მა აკრძალა

"პირველების" ინფორმაციით, მაღაზიებს და საწყობებს სუს-მა და შემოსავლების სამსახურმა, თავდაცვითი საშუალებების გაყიდვა აუკრძალა.

"ტვ პირველმა" გაარკვია, რომ სუს-ის წარმომადგენლები გუშინ ღამით იყვნენ მისულები სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულებში და მათ აირწინაღების, ჩაფხუტების და სათვალეების გაყიდვა აუკრძალეს.

სტენდებიდან მოხსნილი და დასაწყობებულია რესპირატორები, სათვალეები, ჩაფხუტები - მეტიც, დასაწყობებული თავდაცვის საშუალებები დალუქეს, რომ ვერავინ შეძლოს ამ საშუალებების გაყიდვა.

ქსელურ ჰიპერმარკეტებში "პირველებს" უდასტურებენ, რომ თავდაცვითი პროდუქცია დღეს დილიდან გაქრა.

სავარაუდოდ გუშინ მარაგები ამოიწურა, იმიტომ რომ აღარ არის საერთოდ არაფერი. 

გუშინ იყიდებოდა ეს მარაგები, ადგილობრივ მომწოდებელს შემოჰქონდა პროდუქცია, თუმცა დღეს შეწყდა, ამიტომ ვარკვევთ რა ხდება" - ამბობს "დომინოს" წარმომადგენელი.

ამ ეტაპზე არ შემოუტანიათ, ცნობისთვის, ეს ის აუცილებელი ეკიპირებაა, რომლითან აქციაზე მისული ხალხი თავს მომწამლავი გაზისგან და წიწაკის სპრეისგან იცავს., ამიტომაც, ახლა უფრო დიდი რისკია, რომ ახალგაზრდები, ადამიანები რომლებიც აქციაზე დგანან მოიწამლონ.