LSE კურსდამთავრებულები- ''ვგმობთ მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას და ევროინტეგრაციის შეჩერების პროცესს''
ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას გმობენ.
ჩვენ, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულები ვაცხადებთ, რომ უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ისტორიული და შეგნებული არჩევანია.
მიგვაჩნია, რომ ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე დროებით შეჩერება”, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მისი ფანჯარა ღიაა, კატეგორიულად მიუღებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეთა ნებას. ევროპულ კავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის ვაჭრობის, ინვესტიციების, სოციალური კეთილდღეობისა და დემოკრატიული განვითარების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს გულისხმობს. ამ პროცესის შეჩერება მძიმე და გრძელვადიან უარყოფით ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს გამოიწვევს.
ასევე, ცალსახად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველ მოქალაქეთა და ჟურნალისტთა მიმართ. ვუცხადებთ სოლიდარობას უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს და მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას. ისინი იცავენ ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს. ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი ევროპაშია," - ნათქვამია განცხადებაში.
- ლევან ჯუღელი, საერთაშორისო ჯანდაცვის პოლიტიკა, 2000-2001
- ნანა წიკლაური, საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, 2010-2011
- სოფია ჯუღელი, განვითარების ეკონომიკა, 1999-2000
- მიხეილ კუკავა, რაოდენობრივი კვლევები პოლიტიკურ მეცნიერებაში, 2010-2011
- ნოდარ ჭიაბრიშვილი, საჯარო მართველობა, 2017 - 2019
- მარიამ გოგიშვილი, სოციალური და საზოგადოებრივი კომუნიკაციები, 2020-2021
- ანა ქებაძე, საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, 2016-2017
- ლელი ჭელიძე, საგადასახადო სამართალი და ფინანსები, 2005-2006
- ნინო ზედელაშვილი, საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, 2020-2021
- ქეთევან გოლეთიანი, სოციალური ინოვაციები და მეწარმეობა, 2022-2023
- ალექსანდრა მესხიშვილი საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, 2010-2011
- კახა კოჟორიძე, სამართალი, (LLM), 2016-2017
- ნინო გოგიბერიძე, ადამიანის უფლებები, 2004-2005
- ნინო გოგოლაძე, ადამიანის უფლებები და ინსტიტუციური სამართალი, 2019-2021
- გიორგი ხეჩინაშვილი, საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, 2005-2006
- ნინო გაჩეჩილაძე, განვითარების მენეჯმენტი, 2018-2019
- ვანო ჩალაძე, მენეჯმენტი და ფინანსები, 2012-2015
- ლევან ტალახაძე, პოლიტიკის თეორია, 2017-18
- გიგა კობალაძე,. საჯარო მმართველობა. 2021-2023
- სალომე ჩუხუა, საჯარო პოლიტიკა და მმართველობა; 2021-2022
- ბადრი ჯაფარიძე, მოლაპარაკების პოლიტიკა, 2001
- ანა აფხაზავა, პოლიტიკური ეკონომიკა, 2016
- დავით გიგაური, ევროპის პოლიტიკური ეკონომიკა, 2007