"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაპირისპირებაა
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაპირისპირებაა - პარტიის ლიდერებმა, ლევან ხაბეიშვილმა და სოფო ჯაფარიძემ პოლიციას ჩხრეკის ორდერი მოსთხოვეს, რაც სამართალდამცველებმა ვერ წარადგინეს. პოლიცია ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერებს არ უშვებს, რამაც ადგილზე დაპირისპირება გამოიწვია.
საბუთი გვაქვსო, სად არის საბუთი. ან ეს ფორმა დარღვეულ კაცი, მარტო კეპი, რომ აფარია საიდან უნდა გავიგო, რომ პოლიციელია. სად არის საბუთი სად, როცა ბავშვები ჰყავთ ფაქტობრივად მძევლად აყვანილი. ყოველგვარი საბუთის გარეშე, არიან შეჭრილები ოფისში, ეს ნორმალურია?
რა სისულელეა, რას ჩხრეკენ ხომ ხვდება ყველა. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს და ხალხს ემსახურონ რას აკეთებენ ხედავ. მარბიელი რაზმები პირდაპირ ოფისებს შეუგზავნეს'', -ამბობს ლევან ხაბეიშვილი,
ცნობისთვის, პოლიცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ჩხრეკს.
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.