"დაიტოვეს" კიდევ ერთ დამფუძნებელთან, ნენსი ვოლანდთან პოლიცია გასაუბრებას ითხოვს

04.12.24 16:27
"დაიტოვეს" კიდევ ერთ დამფუძნებელთან, ნენსი ვოლანდთან პოლიცია გასაუბრებას ითხოვს

"დაიტოვეს" კიდევ ერთ დამფუძნებელთან,  ქრისტინე ბოტკოველთან (ნენსი ვოლანდთან) პოლიცია გასაუბრებას ითხოვს - როგორც ნენსი ჟურნალისტებთან ამბობს, პოლიციის მოთხოვნით გასაუბრება მის სახლში გაიმართება.

მისი განმარტებით, სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, იგეგმება თუ არა სახლში ჩხრეკა. ის სამართალდამცველების დაკითხვას ჯგუფ "დაიტოვეს" საქმიანობას უკავშირებს.

„მოვედი ილია ღლონტის სახლში იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია. ველოდებოდი რა მოხდებოდა, რატომ იყო პოლიცია შესული, უცებ მოვიდნენ ჩემთან, სახელი-გვარი მკითხეს და მითხრეს, რომ ჩემთან გასაუბრება უნდათ. დავიბენი, პირველად ვხედავ ჩემს ცხოვრებაში ასეთ რამეს. პოლიციას მაშინ ვიძახებ, როცა მიჭირს და ვიძახებ, რომ დამეხმარონ",-განაცხადა ქრისტინე ბოტკოველმა.

ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლების, ილია ღლონტის და ქრისტინე ბოტკოველის ადვოკატის, ანა გახოკიძეის განმარტებით, ეს ყველაფერი ემსახურება დაშინებას და უსამართლობას.

კომიკურია "ფეისბუქზე" ადამიანი რომ დარეგისტრირებულია, იქ თავის აზრს გამოხატავს და ჯგუფშია გაწევრიანებული, ამის გამო გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს თანხმობის გარეშე ადამიანების სახლში ჩხრეკა ჩატარდეს. დასახელდა ორი ხმაურიანი და შემაშინებელი მუხლი, თუმცა ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. გავეცნობი საქმის მასალებს და შემდეგ გვექნება პოზიცია",-განაცხადა ანა გახოკიძემ.

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.