პოლიციამ ჩემი სახლის ჩხრეკისას ამოიღო ტექნიკა, პირადი მობილური და ლეპტოპი - "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი
"დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელის, ილია ღლონტის განცხადებით, მისი სახლის ჩხრეკისას პოლციიამ ამოიღო ტექნიკა, პირადი მობილური და ლეპტოპი.
ეს არის ძალადობა და დაშინების მცდელობა, მაგრამ არ შევშინდებით - აბობს ღლონტი.
ყველა ხედავს, რაც ხდება ჯგუფშიც. არაფერი განსაკუთრებული რა თქმა უნდა არ ხდება. ეს არის ცალსახად დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი. ყველას მოვუწოდებ, რომ თუ თქვენ დღეს ხმას არ ამოიღებთ, ზუსტად იგივე მოხდება რაც მოხდა ჩემს მიმართ. ხვალ, ზეგ თქვენ თავისუფალი აზრს ვერ გამოხატავთ. ამის გამო მოგადგებიან თქვენც, არ უნდა შევშინდეთ. ბრძოლა ახლა იწყება, უნდა ვიყოთ ერთად. მე ვლაპარაკობ, იმ ადამიანების სახელით ვისაც ვუყურებ ყოველდღე აქციებზე. ეს არის ძალადობა, დაშინება. ამის გადმოტანა უნდათ იმისთვის, რომ ვიღაცამ შეაჩეროს მოქმედება, თავისუფალია აზრის გამოხატვა. ამოიღეს ტექნიკა ჩემი პირადი მობილური და ლეპტოპი. ეს არის დაშინება, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი. '', - ამბობს ილია ღლონტი.