პოლიციელები "დროა/გირჩის" ოფისში კვერცხებს აღრიცხავენ
პოლიციელები "დროა/გირჩის" ოფისში კვერცხებს აღრიცხავენ - ამის შემდეგ ოფისიდან გამოსულმა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ეს არის ანტიკონსტიტუციური პოლიცია, რუსული პოლიცია - ამბობს ელენე ხოშტარია.
ძალიან მოსალოდნელი მოქმედებაა. აქ ჩვენ გვაქვს აქციისთვის ბევრი პლედები, ფეივერები რა ვიცი რაც საჭიროა, სნიკერსები, კვერცხები პოლიციას რომ ვესროლოთ. ყველაფერი, რაც საჭიროა რომ იყოს პროტესტი. ბუნებრივია მოვიდნენ. აღრიცხავენ ლაზერს, საღებავებს, კვერცხებს. მე მათ განვუმართტე, რომ ეს პოლიცია არის რუსული პოლიცა, ეს არის ანტიკონსტიტუციური პოლიცია, ეს პოლიცია ემსახურება ივანიშვილს, ეს პოლიცია მიდის ევროპის წინააღმდეგ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, რას იზამენ. მე თვითონ ვუთხარი, რომ დიახ მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციაზე. რა თქმა უნდა ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და ხალხის. დიახ ამ ყველაფერს ჩვენ ვიყენებთ აქციისთვის. კიდევ უფრო მტკიცედ დავიცვათ თავს. ეს არის რუსული მეთოდები ბუნებრივია, არცერთი ნივთი არ არის უკანონო. ლაზერი,მ როგორ შეიძლება იყოს უკანონო. თავის თავს იგდებენ სასაცილო დღეში'',- ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ პოლიცია დღეს ოპოზიციური პარტიის ოფისებში ერთდროულად შევიდა.
ე.წ. სამართალდამცველები შევიდნენ ასევე "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში.