პოლიცია ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდა და გათიშულ მდგომარეობაში დააკავა
პოლიცია გირჩი/დროას ოფისთან მისულ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა.
სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი ლიდერი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა და ადგილიდან გათიშულ მდგომარეობაში გაიყვანეს.
ნიკა გვარამია, რომელიც არის იურისტი, გირჩი/დროას ოფისში შესვლას და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას ითხოვდა.
შსს-ს ცნობით, ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ გირჩი/დროას ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ პოლიცია დღეს ოპოზიციური პარტიის ოფისებში ერთდროულად შევიდა.
ე.წ. სამართალდამცველები შევიდნენ ასევე "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში.