ნიკა გვარამიას დაკავების დროს პოლიციამ "ტვ პირველის" ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადა
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავების დროს პოლიციამ "ტვ პირველის" ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადა - კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს ხელს ე.წ. სამართალდამცველი "პირველების" ჟურნალისტს, დიანა ჩირგაძეს.
შეგახსენებთ, რომ გირჩი/დროას ოფისთან, სადაც ახლა პოლიციაა შესული და ოფისს ჩხრეკს, ნიკა გვარამია ცოტა ხნის წინ დააკავეს.
ცნობისთის, პოლიცია დღეს ოპოზიციური პარტიის ოფისებში ერთდროულად შევიდა.
ე.წ. სამართალდამცველები შევიდნენ ასევე "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში.