როგორც ყველა სხვა მოქალაქეს ექცევიან 7 დღეა, ისე შეათრიეს ნიკა მანქანაში - გვარამიას ცოლი

04.12.24 17:28
როგორც ყველა სხვა მოქალაქეს ექცევიან 7 დღეა, ისე შეათრიეს ნიკა მანქანაში - გვარამიას ცოლი

როგორც ყველა სხვა მოქალაქეს ექცევიან 7 დღეა, ისე შეათრიეს ნიკა მანქანაში - სოფო ლილუაშვილი ამბობს, რომ მის მეუღლეს, ნიკა გვარამიას დაკავებით ვერ შეაშინებენ. 

 დარწმუნებული ვარ ნიკა ამასაც გადაიტანს - ამბობს სოფო ლილუაშვილი. 

ეს ჩვენ არ გვაშინებს, ეს არ არის ჩვენთვის პირველი. ნიკა ამ ბრძოლაში არის 12 წელია. დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც გადაიტანს, კიდევ ბევრ რამეს გადაიტანს იმისთვის, რომ საბოლოოდ დადგეს მშვიდობა. როგორც ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეს ექცევიან უკვე 7 დღეა, ისე შეათრიეს ნიკა. ნიკაც ამ საზოგადოების ნაწილია, მაგრამ ამასთან ერთად არის პოლიტიკოსი და დარწმუნებული ვარ ამას თავისი შედეგები მოჰყვება. '',- ამბობს სოფო ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გირჩი/დროას ოფისთან, სადაც ახლა პოლიციაა შესული და ოფისს ჩხრეკს, ნიკა გვარამია ცოტა ხნის წინ დააკავეს.

ცნობისთვის, პოლიცია დღეს ოპოზიციური პარტიის ოფისებში ერთდროულად შევიდა.

ე.წ. სამართალდამცველები შევიდნენ ასევე "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში.