დაკავებული ზვიად ცეცხლაძის დედა: არ შეგეშინდეთ ახალგაზრდებო, მე დავდგები თქვენს გვერდით
დაკავებული ზვიად ცეცხლაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ელოდა, რომ დააკავებდნენ.
არ შეგეშინდეთ ახალგაზრდებო, მე დავდგები თქვენს გვერდით - ამბობს "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში ცეცხლაძის დედა.
მითხრეს, რომ ვიღაც არა ფორმაში ეძებდა ზვიადს. ორ კვირაზე მეტია ზვიადს არ გაუთენებია ბინაში, რომ დამიჭერენ და მზად იყავითო. მეშინია დედა, რაღაცა არ დამიდონ, რაღაცა არ მიქნან, მაგრამ შვიდად ვარ არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ მე სუფთა ვარ. სიგარეტსაც კი არ ვეწევი და რა ვიცი ღმერთის იმედი მაქვს მე. ღმერთმა გადმოხედოს ამ ახალგაზრდებს. გულებს მიგზავნიდა, იმით მიდასტურებდა, რომ კარგად ვარო. მე მეშინია რომ არ სცემონ, იმიტომ რომ მაგას პრობლემა აქვს თავისი ჯანმრთელობის. მე თქვენს გვერდით ვიქნები ახალგაზრდებო, არ დაიღალოთ გთხოვთ.'', - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულია ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძე - ინფორმაცია მოძრაობამ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.