დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ჩვენი შვილი სწორ მხარეს დგას
ჩვენი შვილი სწორ მხარეს დგას - ამის შესახებ დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოჯახი გვერდში უდგას და სრულად იზიარებს მისი შვილის შეხედულებებს.
არ შეგეშინდეს, ბრძოლა გრძელდება - ეუბნება დაკავებულ შვილს მამა.
ჩემი შვილი ძალიან აქტიურია, ძალიან სუფთა და განათლებული ბიჭია, ძალიან სუფთა ბიჭია. ჩვენი შვილი სწორ მხარეს დგას და სწორ საქმეს აკეთებს. ოჯახი სრულ მხარდაჭერას უხადებს მას. არ შეეშინდეს, ბრძოლა გრძელდება", - ამბობს ზვაიდ ცეცხლაძის მამა.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულია ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძე - ინფორმაცია მოძრაობამ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა.