პროტესტის მე-7 დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმი განლაგდა
პროტესტის მე-7 დღე საქართველოში - თბილისში, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მიუხედავად სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ საპროტესტო აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებზე არაპროპორციული ძალის გამოყენებისა, მოქალაქეები არ ნებდებიან.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ პროტესტის არაერთი გზით ჩახშობის მცდელობისა, ბრძოლა საქართველოს გამარჯვებამდე გაგრძელდება.
იქამდე კი, სანამ ევროპული მომავლის მცველები რუსთაველის გამზირზე შეკრებას დაიწყებდნენ, ხარებას რაზმის წარმომადგენლები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, ასევე პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე განლაგდნენ.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.