ხმაური მსახიობთა სახლში - "გაემიჯნეთ ხელისუფლების ძალადობრივ პოლიტიკას, დაგმეთ ძალადობა"

04.12.24 21:09
ხმაური მსახიობთა სახლში - "გაემიჯნეთ ხელისუფლების ძალადობრივ პოლიტიკას, დაგმეთ ძალადობა"

მსახიობებმა დღეს მსახიობთა სახლი დაიკავეს - ხელმძღვანელის სამუშაო კაბინეტში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ხელოვანები, რომლებიც ქვეყნის ევროპული კურსის დასაცავად ქუჩაში დგანან, სახლის თავმჯდომარისგან და თეატრალური საზოგადოებისგან ძალადობრივი პროცესების დაგმობა ითხოვეს.

მსახიობებმა ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს და კოლეგებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. როგორც გიორგი ბახუტაშვილმა თქვა, გაფიცვა პროტესტის ერთ-ერთი ფორმის გამოხატულება იქნება იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილის გუნდი ახორციელებს.

ამასთან, მსახიობებმა საქართველოში არსებულ ყველა თეატრს მოუწოდეს, მაყურებელს ქვეყანაში შექმნილი კრიზისის შესახებ სასაუბროდ სივრცე დაუთმოს.

ჩვენ ახლა შევიკრიბეთ იმ შენობის წინ, რომელიც ისევე არ ეკუთვნის მსახიობებს, როგორც საქართველო არ ეკუთვნის მოსახლეობას. საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას არ გაუკეთებია არც ერთი განცხადება ძალადობრივად დაკავებული მსახიობების მხარდასაჭერად, არასდროს დაუცავს მსახიობების უფლება.

ჩვენ, აქ შეკრებილები საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან ვითხოვთ, გაემიჯნოს ხელისუფლების ძალადობრივ პოლიტიკას, დაგმოს ძალადობა და მხარში ამოუდგეს ყველა დაზარალებულს. თეატრებში დასაქმებულები ვიწყებთ გაფიცვას ძალადობის წინააღმდეგ, მშვიდობისთვის. მოგიწოდებთ ყველა თეატრს საქართველოში, დაუთმეთ სივრცე მაყურებელს ქვეყანაში შექმნილი კრიზისის შესახებ სასაუბროდ", - განაცხადა გიორგი ბახუტაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 24 დეკემბერს, კულტურის სფეროს წარმომადგენელები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. გაფიცვას ამ დროისთვის "სამეფო უბნის" თეატრიც და ბათუმის დრამატული თეატრის 56 თანამშრომელი შეუერთდა. 

გაფიცულთა შორის არიან: 

  • ნათია ბუნტური;
  • ნინო კასრაძე;
  • კახა კინწურაშვილი;
  • ნანა ბუთხუზი;
  • გიორგი ცხადაძე;
  • ბექა ხაჩიძე;
  • თამარ ოხიკიანი;
  • მანუ თავაძე;
  • ნატუკა კახაძე;
  • მარიამ ნადირაძე;
  • ანდრო ჭიჭინაძე;
  • მაიკო გელოვანი;
  • ნატალი გაბისონია;
  • გივიკო ბარათაშვილი;
  • პაატა ინაური;
  • თუთა ოქროპირიძე;
  • გიორგი ბახუტაშვილი;
  • ვანო თარხნიშვილი;
  • ირაკლი ჩხიკვაძე;
  • ანანო გულედანი;
  • ირაკლი ჩხიკვაძე;
  • ანუკა გრიგოლია;
  • ნუცა თოფურია;
  • გიორგი თორაძე;
  • ეკა დემეტრაძე;

მსგავსი სიახლეები