პროტესტის მე-7 დღე ქვეყანაში - 4 დიდ ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს
პროტესტის მე-7 დღე ქვეყანაში - 4 დიდ ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს. თბილისში მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და ევროპული მომავლის დასაცავად ბრძოლა გააგრძელეს.
საპროტესტო აქციები გრძელდება ბათუმშიც, სადაც მოქალაქეები ერას მოედანზე შეიკრიბნენ და ქუჩებში მარში გამართეს.
ბათუმისა და თბილისის გარდა, პროტესტის კერა ქუთაისი და ზუგდიდია.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.