ოპოზიციის ლიდერების დარბევას "ხარება" პირადად აკონტროლებს (ვიდეო)

04.12.24 22:27
ოპოზიციის ლიდერების დარბევას "ხარება" პირადად აკონტროლებს (ვიდეო)

 

 

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" ოპოზიციის ლიდერების დარბევას ე.წ. ხარება, ანუ ზვიად ხარაზიშვილი აკონტროლებს. 

განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული გდდ-ის შეფი, სავარაუდოდ, ხელისუფლების ოპონენტებისთვის ე.წ. ტიტუშკების მიგზავნას ხელმძღვანელობს.

ზვიად ხარაზიშვილი "ქორთიარდ მარიოტთან" დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით დგას და მანქანიდან აკვირდება "ტიტუშკებსა" და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის არსებულ დაპირისპირებას. 

"პირველების" კითხვას, გასცა თუ არა ზვიად ხარაზიშვილმა ბრძანება, "ხარება" პასუხობს: "როგორ გეკადრებათ, არავინ დაურბევიათ. არაფერი ბრძანება არ გაცემულა. ბიჭები მივიდნენ უბრალოდ, რომ გაერკვიათ, რა ხდებოდა. ჩემებს არავინ უცემიათ. უბილავა და გუჯეჯიანი ჩემი ხალხი არ არის, საიდან მოიტანეთ".

ცნობისთვის, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ე.წ. ტიტუშკები მოაბილიზეს, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.