"ქორთიარდ მარიოტთან" ზურა დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დააკავეს
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან", სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო, პოლიციამ ორი პოლიტიკოსი დააკავა - დაკავებულთა შორის არის კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ზურა დათუნაშვილი.
ამასთან, პოლიციელებმა დაააკავეს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილიც.
ცნობისთვის, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ე.წ. ტიტუშკები მოაბილიზეს, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.