"ხვალ საჯარო სამსახურებში მოვალთ, გაგიღიმებთ, ვითომ არაფერი, მაგრამ საღამოს სახეს გახევთ" - საჯარო მოხელე ივანიშვილს
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე საჯარო მოხელეები ემიჯნებიან და თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას უერთდებიან.
ერთ-ერთი მოქალაქე "ტვ პირველის" ეთერიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართავს - "ხვალ საჯარო სამსახურებში მოვალთ, გაგიღიმებთ, ვითომ არაფერი, მაგრამ საღამოს სახეს გახევთ".
როგორც საჯარო მოხელე აცხადებს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის არათუ დღეები, არამედ საათებიც კი დათვლილია.
მინდა ბიძინა ივანიშვილს ხმა მივაწვდინო. ბიძინა, რომ იცოდე აქ როგორი ხალხი ვდგავართ.. ხვალ საჯარო სამსახურებში მივალთ, ისევ გაგიღიმებთ, ვითომ არაფერი, თავს დაგიქნევთ, მაგრამ საღამოს გამოვდივართ და სახეს გახევთ. შენი დღეები დათვლილია, შეიძლება საათებიც", - ამბობს მოქალაქე.
პროტესტის მე-7 დღე საქართველოში - თბილისში, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მიუხედავად სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ საპროტესტო აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებზე არაპროპორციული ძალის გამოყენებისა, მოქალაქეები არ ნებდებიან.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ პროტესტის არაერთი გზით ჩახშობის მცდელობისა, ბრძოლა საქართველოს გამარჯვებამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".