ბურჭულაძე: 5 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის წინ გელოდებით
5 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება - შესაბამისი მოწოდება "ტვ პირველის" ეთერში მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ გააკეთა.
საოპერო მომღერლის შეფასებით, ახლა ქუჩიდან ბრძოლასთან ერთად სახალხო გაფიცვაა საჭირო.
"ქართულმა ოცნებამ" ომი გამოგვიცხადა. დღეს ჩვენი ახალგაზრდობა რუსთაველზე დგას. რამდენს გაუჩეხავენ თავს და მოწამლავენ, კაცმა არ იცის. ჩემი ორი შვილი და შვილიშვილი ახლაც იქ დგანან. ბაბუებო და ბებიებო, ხვალ, 13:00 საათზე ყველას გელოდებით პარლამენტის წინ, გამოვიდეთ და ვთქვათ, რის გაკეთებას ვაპირებთ, ნუ მოვაკვლევინებთ ჩვენ შვილებს მათ", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.