თქვენი მცდელობები, გააკონტროლოთ ხალხი შიშითა და ძალადობით, წარუმატებელი იქნება - "ანონიმუსი" "ოცნებას"
ივანიშვილის რეჟიმს კიბერ ომი გამოუცხადეს. ჰაკერებისა და აქტივისტებისს საერთაშორისო მოძრაობა "ანონიმუსი" წერს, რომ ისინი ბოლომდე იდგებიან თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით.
განცხადებაში, რომელსაც ანონიმუსი ავრცელებს, წერია რომ ოცნების რეჟიმი არალეგიტიმურ ხელისუფლებას წარმოადგენს, ის არის მჩაგვრელი ძალა, რომელმაც ქართველ ხალხს უღალატა.
თქვენი მცდელობები, გააკონტროლოთ ხალხი შიშითა და ძალადობით, წარუმატებელი იქნება - წერია ვირტუალური საზოგადოების განცხადებაში, რომელიც ცნობილია სწორედ კიბერშეტევებით სხვადასხვა მთავრობების, სამთავრობო ინსტიტუტებისა, სამთავრობო უწყებებისა და კორპორაციების წინააღმდეგ.
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.