''უკანონო ხელისუფლებამ ქართველებს ქიმიური ომი გამოუცხადა'' - ნადიმ ხმალაძე
''უკანონო ხელისუფლებამ ქართველებს, ახალგაზრდებს ქიმიური ომი გამოუცხადა''- ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ნადიმ ხმალაძემ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.
მისი თქმით, ამ პროცესებით ახალგაზრდებს ვერ შეაშინებენ.
არალეგიტიმურმა, უკანონო ხელისუფლებამ საქართველოს, ქართველებს, ახალგაზრდებს ქიმიური ომი გამოუცხადა. ეს არ არის ჩვეულებრივი აქციების დაკავების პროცესი. ამ ქვეყანაში ქიმიური ომი კი არა იარაღით, რომ დაგვემუქრონ ამ ახალგაზრდობას ვერ შეაშინებენ'', - ამბობს ნადიმ ხმალაძე.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ბებია-ბაბუების თაობა იკრიბება. სამოქალაქო საზოგადოება ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციები დღისითაც უნდა ჩატარდეს.
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.