ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერთა აკადემიის წევრები "ოცნების" ანტიევროპულ განცხადებას ემიჯნებიან
"ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერთა აკადემიის წევრები ემიჯნებიან.
ერთობლივი განცხადების 45 ხელმომწერი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ხელყოფს.
ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერთა აკადემიის წევრები ერთობლივი განცხადებით, ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს და ვგმობთ, არჩევნების ტოტალური გაყალბებით საქართველოს აწ უკვე არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ძალაუფლებას მიტაცებას, ცალსახად ვგმობთ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გადაწყვეტილებას და ევროინტეგრაციის კურსიდან მკვეთრ გადახვევას და მთელ რიგ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რომელთა ერთობლიობა იწვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფას და სრული სვლით მივყავართ დიქტატურამდე". - წერია განცხადებაში.