ჩემი ძმის მკვლელი დავჭერი - ბიზნესმენის მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება

02.09.21 12:28
ჩემი ძმის მკვლელი დავჭერი - ბიზნესმენის მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება

განმუხურში ბიზნესმენის განზრახ მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი პირი ჩნდება -"ტვ პირველის" ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, კახა კალანდია, შემთხვევის ადგილზე, კლასელმა, ბადრი ხუბუამ, მიიყვანა.

"პირველების" ინფორმაციით, ვახტანგ ვახანიას სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ, ბადრი ხუბუამ, მეგობარი განმუხურიდან, ზუგდიდში, ჩიჩუას ქუჩაზე მიიყვანა, თავად კი პოლიციაში გამოცხადდა და სამართალდამცავებს ჩვენება მისცა. 

მისი თქმით, მკვლელობას უშუალოდ არ შესწრებია, თუმცა გაიგონა დაპირისპირების ხმა. 

"ჩემი ძმის მკვლელი დავჭერი"- იმეორებდა სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ კახაბერ კალანდია, რაც აჩენს დამტებით ვერსიას, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი შურისძიების მსხვერპლია. 

კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით კი მკვლელობა ბიზნესწილებს უკავშირდება.