"გაწამებდნენ, გეუბნებოდნენ, აბა ახლა შეაგინე "ხარებასო" - დათა ხარაიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

05.12.24 15:16
"გაწამებდნენ, გეუბნებოდნენ, აბა ახლა შეაგინე "ხარებასო" - დათა ხარაიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

მთარგმნელი დათა ხარაიშვილი, რომელიც გომელაურის რაზმის წევრებმა აქციაზე დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ, კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა. ხარაიშვილი "პირველებთან" კიდევ ერთხელ იხსენებს დაკავების და იმ ძალადობის შესახებ, რომელსაც მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან საპოლიციო მანქანაში ჰქონდა ადგილი. 

მომიტინგე ამბობს, რომ გომელაურის უწყების თანამშრომელთა მხრიდან აქტივისტებზე განხორციელებულ ძალადობას, გდდ-ს შეფი, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" კამერით იღებდა. 

"გაწამებდნენ, გეუბნებოდნენ, აბა ახლა შეაგინე "ხარებასო" - ამბობს ხარაიშვილი 

რომ დავიხარე ტელეფონის ასაღებად. ფეხი მომხვდა სახეში. მომივიდნენ ეს ე.წ. სამართალდამცველები, არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ  არც პოლიციას არაფრის, ეკეთათ ნიღბები. დამიწყეს იქვე ცემა, მიმათრევდნენ მანქანისკენ. 2-3 ადამიანს ვეჭირე და ესე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მივყავდი, დანარჩენები მოჰყვებოდნენ. ვინც მომწვდა, ყველამ დამარტყა. იქ, რომ მიმიყვანეს ფეხზე წამოდექიო მითხრეს, ერე იქ მირტყეს. საყურე შეამცნიეს, რომ მარცხენა ყურზე მეკეთა და ეგ ჩამომგლიჯეს. ამიყვანეს, უშუალოდ იმ მანქანაში ე.წ. სამარშრუტო მარშუტკაში. იქ უკვე ერთი ადამიანი იყო დაკავებული, იმას ურტყამდნენ. ვისაც არ ვყავდი ნაცემი, ისინიც ამოდიოდნენ და ისინიც მცემდნენ. ვიყავი თავიდან ორნი, მერე მესამე მოგვემატა, მეორე მეოთხე. ექვი ადამიანი მოვგროვდით, ნუ ყველას უწევდა ეგ გატარება. ახალ მოსულზე იტყოდნენ, ეგ თუ გაატარესო. ხარება იღებდა ამ ყველაფერს, აბა ეხლა შეაგინეთ ხარებას. იყო წამების ელემენტები. გაწამებენ, რომ რაღაცა გათქმევინონ. მაგ მომენტში იდგა ხარება, თავზე ჰქბოდა ქუდი, მაგრამ სახე უჩანდა. ძალიან ნასიამოვნები იღებდა'', - ამბობს ხარაიშვილი.