რობერტ სტურუა - რუსთაველის ეროვნული თეატრი ხელოვნების ტაძარია, ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა

05.12.24 15:28
რობერტ სტურუა - რუსთაველის ეროვნული თეატრი ხელოვნების ტაძარია, ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა

რუსთაველის ეროვნული თეატრი ხელოვნების ტაძარია, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში- ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ განაცხადა.

როგორც რუსთაველის ეროვნული თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა.

„რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ - წერს სტურუა რუსთაველის ეროვნული თეატრის „ფეისბუქ“ გვერდზე.