ნანა მალაშხია სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა
„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნანა მალაშხია თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა.
ნანა მალაშხიას 17 ნოემბერს, თსუ-თან მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.
შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში აქცია იმართებოდა, მათ შორის აქცია გაიმართა მელიქიშვილის გამზირზე, თსუ-სთან. აქციის მიმდინარეობისას გზა არაერთხელ გადაიკეტა, სწორედ გზის ერთ-ერთი გადაკეტვის შემთხვევაში ცნო ნანა მალაშხია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.
მსგავსი სიახლეები
17.09.26 18:39
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.