პოლიცია დავით კეზერაშვილის სახლს ჩხრეკს
სტრასბურგში მიღებული გამამართლებელი გადაწყვეტილების შემდეგ, პოლიცია "ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის სახლს ჩხრეკს.
საგამოძიებო მოქმედებები ამაღლების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მე-7 სართულზე მიმდინარეობს და ამ წუთებში სამართალდამცველები შესასვლელ კარს ჭრიან.
- საყურადღებოა, რომ დავით კეზერაშვილი მოცემულ სახლში 13 წელია არ ყოფილა და ახლა მანდ მისი დისშვილი ცხოვრობს.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ისე დაიწყეს, რომ ბინაში ოჯახის არცერთი წევრი არ იმყოფებოდა და ჩხრეკის შესახებაც ინფორმაციას არავინ ფლობდა.
"პირველების" ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ამაღლების ქუჩის პარალელურად, წერეთელზეც ტარდება, სადაც ბიზნესმენის კიდევ ერთი ბინა მდებარეობს.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ე.წ. წვრთნების საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა, კერძოდ, სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაწილში.
გადაწყვეტილების თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა: კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ობიექტური [სასამართლოს] მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე.