ენმ-ის ლიდერი წერს, რომ მის სახლში ჩხრეკაზე შესვლას ცდილობენ
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების მდივანი დიმიტრი ჩიქოვანი წერს, რომ მის სახლში ჩხრეკააზე შესვლას ცდილობენ.
ჩიქოვანის თქმით, “ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ.“
ჩემს საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა, რომ შევიდნენ ჩხრეკაზე. ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. ქვეყანაში დიქტატურის გაფორმება უნდათ და ცდებიან, თუ ფიქრობენ,რომ ამას შეძლებენ. ცალკეულ პირებთან სახლში შეჭრები, უკანონო დაკავებები და ზეწოლები არავის გააჩერებს. ქართველი ხალხი რუს დიქტატორს და მისი რეჟიმის მალე გააჯმევინებს საქართველოდან. სამუდამოდ. ბოლო დღეებს ითვლიან და ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო”, - წერს დიმიტრი ჩიქოვანი.
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.