პროტესტის მე-8 ღამე ბათუმში - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქცია მიმდინარეობს

05.12.24 18:54
პროტესტის მე-8 ღამე ბათუმში - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილებმა ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები მიიტანეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ “მამებს შვილებთან არ მოუგიათ და ვერც მოიგებენ. ​​​​​​“

ყველა ვნერვიულობთ, ყველას გვაქვს შიში, მაგრამ სწორედ ეს შიშია პატრიოტიზმი, რომლითაც ვიგებთ ყოველთვის. როგორც ითქვა: მამებს შვილებთან არ მოუგიათ და ვერც მოიგებენ. კონსტიტუციის დარღვევა ხელისუფლებამ დაიწყო და ვინმე თუ დღეს დაგვაბრალებს, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია და მეტი არაფერი. სადამდე გააგრძელებენ და ვინ პირველი დაიღლება და  გაიქცევა ვნახოთ“, - ამბობს აქციის მონაწილე.

აქციაზე მივიდა ნოკო მირცხულავაც, რომელიც 5 დღის წინ აქციაზე დააკავეს და ფოთის იზოლატორში გადაიყვანეს.

მირცხულავა დაკავების დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მის ასაყვანად 10 სპეცრაზმელი დასჭირდათ.

15 წუთი ვეჭირე ჰაერში, რომ მიცნეს, ეგრევე დააკავეთო, შემდგომ დაწოლილ მდგომარეობაში მყოფმა გავიგე, რომ დაიძახეს, დააძინეთო. გდდ- ს თანამშრომლები მანაქანაში ფიძიკურად გამისწორდნენ“, - ამბობს აქტივისტი.