პროტესტის მე-8 დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პროტესტის მე-8 დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეების რაოდენობა თანდათანობით იზრდება.
საზოგადოება აპირებს უწყვეტად გააპროტესტოს ხელისუფლების გადაწყვეტილება და მოითხოვოს ახალი არჩევნები.
შეკრებილები ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი პოზიცია ქუჩაში დააფიქსირონ.
ამ დროისთვის, პოლიციის მობილიზება არ შეინიშნება.
მოქალაქეები საკუთარ პოზიციას მშვიდად და მტკიცედ აფიქსირებენ და ითხოვენ, როგორც ხელახალ არჩევნებს, ასევე იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
მსგავსი სიახლეები
17.09.26 18:39
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.