ქუთაისში აქციაზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა- არიან დაშვებულები
ქუთაისში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირსპირებაა- წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავეს და დაკავებამდე მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ გომელაურის უწყების თანამშრომლებმა აქციის 2 მონაწილე ძირს დააგდეს და წიხლებით შედგნენ.
“20 კაცი ახრჩობდა და ბავშვმა გონება დაკარგა“, - ამბობს აქციის მონაწილე.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი.
განახლაბა: ადგილობრივი მედია წერს, რომ დააკავეს ერთი არასრულწლოვანი. მათი ინფორმაციით, არასრულწლოვანის დაკავებას აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ძალის გამოყენებით ის უკვე გაიყვანეს პერიმეტრიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.