ასეთი რეპრესიები საბჭოთა დროსაც არ მახსოვს - მსახიობები ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ
დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან მსახიობები შეიკრიბნენ და დაკავებულ მსახიობას, ანდრო ჭიჭინაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
ისინი დაკავებულის სახელს სკანდირებენ და ცდილობენ საკუთარი ხმა გააგონონ.
მსახიობი ნონო კასრაძე ამბობს, რომ მსგავსი რეპრესიები საბჭოთა დროსაც არ ახსოვს.
მე საბჭოთა დროს ვცხოვრობდი, ასეთი რეპრესიები არ მახსოვს, ეს ბოლო პერიოდს ეხება და ჩემი თვალსაზრისით უპრეცედენტოა, თავისი სისატიკით. ეხლა როგორ იქნება არ ვიცი, მაგრამ ეს არის დაშინების მცდელობაა. ამას ისინი წარმოაჩნენე, ვითომ აღმოფხვრა, პრევენცია, მაგრამ ეს არის “გათიშე და იბატონე“. გათითოკაცება, დაშინება, შავი პიარის აგორება ყველას მიმართ, მერე კი იოლია საზოგადოებრივი აზრის შექმნა ჩვენს წინააღმდეგ. ძალიან ცოტა დამცველი გვყავს, უნდა ვიყოთ რეალისტები და შევხედოთ, რომ ეს ბრძოლა აღარ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საკუთარი სახის დაბრუნებისთვის“, - ამბობს ნინო კასრაძე.