“საკმარისია ამდენი ტყუილი" - რუსკა მაყაშვილმა "იმედი" დატოვა

06.12.24 00:26
“საკმარისია ამდენი ტყუილი" -  რუსკა მაყაშვილმა "იმედი" დატოვა

ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ტელეკომპანია "იმედს" ტოვებს.

როგორც მსახიობი წერს, “ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე!“

ვტოვებ ტელეკომპანია "იმედს". ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე! თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი. მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!" - წერს ის.