სახეში მირტყამდნენ, პირველივე ეპიზოდში მომტეხეს ყბა - ერეკლე ლოლაძეს რობოკოპები სასტიკად გაუსწორდნენ
ერეკლე ლოლაძე, ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც აქციაზე გომელაურის საპოლიციო ძალების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ.
როგორც ლოლაძე გადაცემა “რეაქციაში“ იხსენებს, მას თავდასხმის პირველივე ეპიზოდში მოსტეხეს ყბა და ყველა, ვინც კი დაინახა და მისწვდა, გამეტებით ურტყამდა.
“4-5 კაცი მირტყამდა, ვინც მომწვდა, საიდანაც ვინ დამინახავდა, მორბოდა და მირტყამდა“, - იხსნებს ლოლაძე.
როგორც კი დაგვიჭირეს და გაგვაცალკევეს ჩემი ძმა, მე წამიყვანეს პარლამენტისკენ, ორჯერ დამაგდეს, მერე ფეხზე წამომაყენეს, წიწაკის სპრეი მომატარეს და სახეში მირტყამდნენ, პირველივე ეპიზოდში მომტეხეს ყბა, რადგან მახსოვს, რომ შემომარტყა, მახსოვს ყბა გამეჭედა, საუბარი მინდოდა და გამჭირდა. შემდეგ ცემა-ცემით გათრევა რომ დაიწყეს, ხმას ვერ ვარჩევდი. კამერების გამოჩენისას ჩერდებოდნენ. რობოკოპებში რომ შემაგდეს, ორგანიზებული კორიდორიც არ იყო, შეგათრევს უცბად, დაგაგდებს, რამდენიმე კაცი გიტყამს, როდესაც ამ ზოლს გავცდი, იქით ჯგუფებად იდგნენ და წინ დამიდგა ვიღაც კაცი, როგორც მახსოვს, კრიმპოლის თანამშრომელი იყო, უცნაური რაღაც მითხრა, ხომ იცავ მშვიდობასო თუ რაღაც და უცბად, ვიღაც, შორიდან, მუშტით მორბოდა, დამაგდეს, 4-5 კაცი მირტყამდა, ვინც მომწვდა, საიდანაც ვინ დამინახავდა, მორბოდა და მირტყამდა“, - იხსენებს ერეკლე ლოლაძე.