გამთენიისას "რედისონთან" რამდენიმე პირი დააკავეს
6 დეკემბერს, გამთენიისას პოლიციამ „რედისონთან“ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ვიდეოს პუბლიკა ავრცელებს.
საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა „რედისონთან" შეკრებილ ახალგაზრდებს მოუწოდეს, ჩაექროთ ცეცხლი, რათა დასუფთავების სამსახურს ადგილზე მუშაობა დაეწყო.
ვიდეოში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები და პოლიციელები შეთანხმდნენ აღნიშნულზე, რა დროსაც ერთ-ერთმა პოლიციელმა აქციის ორი მონაწილის დაკავება დაიწყო. ვითარება ამის შედეგად გამწვავდა,რის შემდეგაც დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.
„პუბლიკის“ ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა გადაეღო ეს ფაქტები, პოლიციამ ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, სცადეს მისთვის ტელეფონის წართმევაც.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან