ბათუმის დინამოს პრეზიდენტი არჩილ ბერიძე და მისი ამალა არჩევნების დღეს სახაჭაპურეში სიებით დააფიქსირეს
ბათუმის დინამოს პრეზიდენტი არჩილ ბერიძე და მისი ამალა არჩევნების დღეს სახაჭაპურეში სიებით დააფიქსირეს. ფაქტის ასმახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც სიებიანმა პირებმა შენიშნეს, რომ იღებდნენ, აგრესიულები გახდნენ, მოქალაქეს დაუპირისპირდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.