შევიტყვე, თურმე ჩემი "შეხედულებების გამო" ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც - კეკელიძე

06.12.24 10:47
შევიტყვე, თურმე ჩემი "შეხედულებების გამო" ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც - კეკელიძე

"ახლა შევიტყვე, რომ თურმე ჩემი ,,შეხედულებების გამო"  ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი, გიორგი კეკელიძე წერს. 

შეიძლება სულაც დაუმსახურებელია ეს ამბავი ჯერ - მაგრამ ასეა და ჩემი გაუქმების მცდელობა მხოლოდ ტრაგი-კომიკური შეიძლება იყოს - ამბობს კეკელიძე. 

სკოლებში სამი მიზეზით დავდივარ - წიგნები მიმაქვს, წიგნიერებაზე ვესაუბრები და ,,თომას ზღაპრების" პატარა მკითხველებს ვხვდები.  საკუთარი თავისთვის არასდროს მიმიცია უფლება გავცდენოდი შეხვედრის მიზანს. ჩემს შეხედულებებს რაც შეეხება, ამაზე მოგეხსენებათ - მაქვს საკუთარი წითელი ხაზი - ეს არის რუსული ოკუპაცია და შესაბამისად - ქვეყნის ადგილი და მომავალი. ეს არის თემა, რომელზეც არასდროს გავჩუმდები. 
და პირველად მიწევს ამის საკუთარ თავზე ამის დაწერაც -  ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონია იმხელა სახალხო სიყვარული, რაც მე შემემთხვა - ყველგან - ქალაქში, სოფელში, მთაში თუ ბარში ადამიანები მხვდებიან ღიმილით და სიხარულით. შეიძლება სულაც დაუმსახურებელია ეს ამბავი ჯერ - მაგრამ ასეა და ჩემი გაუქმების მცდელობა მხოლოდ ტრაგი-კომიკური შეიძლება იყოს. ეგ გამოცდილია უკვე -  მათ შორის მავნებელი სასარგებლო იდიოტების მიერაც საკუთარ ტყავზე.
ასობით მასწავლებელი და ათასობით მოსწავლე ითხოვს შეხვედრას. ამიტომაც, დიდი იმედი მაქვს, ეს უკიდურესად ცალკეული, თვითნებური შემთხვევა გამოდგება."