ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, ადვოკატებს ინფორმაცია არ მიაწოდეს - პროცესი საქალაქოში წუთი-წუთზე დაიწყება

06.12.24 11:05
ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, ადვოკატებს ინფორმაცია არ მიაწოდეს - პროცესი საქალაქოში წუთი-წუთზე დაიწყება

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია - პროცესი საქალაქო სამსახურში სულ რამდენიმე წუთში დაიწყება.

კობა ჩაგუნავა არის ის მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმე უნდა განიხილოს. 

"ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყეს პროცესი, ადვოკატებს ინფორმაცია არ მიაწოდეს და მეტიც, იქით რეკვითაც ძლივს ვათქმევინე, რომ პროცესი თურმე დაიწყეს 
ჩამოშლილია ხალხნო სასამართლო !!!" - წერს მარიკა არევაძე.

ამ დრომდე უცნობია, რაას ედავებიან ნიკა გვარამიას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან ნიკა გვარამია. მან, როდესაც პოლიციელები ერთმანეთში საუბრობდნენ, ყური მოკრა, რომ საუბარი იყო წვრილმან ხულიგნობაზე და პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე. სავარაუდოდ, დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი და უკვე სასამართლო სხდომაზე გაირკვევა, რა იქნება სანქცია მის მიმართ, უფრო სწორად, რა პოლიტიკური დავალება ექნება გაცემული სასამართლოს: დააპატიმრებენ თუ საერთოდ არ ჩაატარებენ პროცესს და შესაბამისად, მოხდება მისი გათავისუფლება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, - ამბობს გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამია "დროას" ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.

მას დაკავებისას ნიღბიანები ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს. 

 

მსგავსი სიახლეები