ონისე ცხადაძე თერჯოლაში დააკავეს და თბილისში დიღმის იზოლატორში გადმოიყვანეს, თავს მხნედ გრძნობს - ადვოკატი

06.12.24 11:33
ონისე ცხადაძე თერჯოლაში დააკავეს და თბილისში დიღმის იზოლატორში გადმოიყვანეს, თავს მხნედ გრძნობს - ადვოკატი

იუმორისტი ონისე ცხადაძე დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული - ადვოკატმა ის უკვე მოინახულა.

უფლებადამცველის განცხადებით, ონისე თავს მხნედ გრძნობს. 

რაც შეეხება ონისეს დაკავებას, ადვოკატის თქმით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იურმორისტის სახლში, თერჯოლაშ გუშინ გვიან ღამით შევიდნენ. 

რაც შეეხება მუხლებს, უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალის დადგენილება დაკავებულისთვის ჯერ არ გაუცვნიათ. 

რაც შეეხება ონისე ცხადაძეს, გუშინ საღამოს საათებში თერჯოლაში, მის სახლში შევიდნენ და დაკავების პროცედურები განახორციელეს, რის შემდეგაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გადმოიყვანა თბილისში და იმყოება დიღმის იზოლატროში. გუშინ მოვინახულე ონისე, ის თავს გრძნობს მხნედ. მუხლებს რაც შეეხება, ბრალის დადგენილება ჩვენთვის ბუნებრივია ჯერ ცნობილი არ არის, იმიტომ რომ რამდენიემ საათის დაკავებულია. სავარაუდოდ, ან დღეს საღამოს ან ხვალ ველოდებით ბრალის წარდგენას. ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ რა მუხლებითაც არის მოთავსებული დროებითი მოტავსების იზოლატორში, ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა, რაც 225-ე მუხლია, არვიცით პირველი ნაწილია, მეორე ნაწილი რომელი იქნება და მეორე მუხლი ეს გახლავთ 239-ე პრიმა - ძალადობისკენ საჯარო მოწოდება", - ამბობს ადვოკატი.