დღეს სასამართლო ზვიად ცეცხლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს
ზვიად ცეცხლაძე სასამართლო პროცესის მოლოდინშია - სასამართლო დღეს "დაფიონის" დამფუძნებელს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ახალაგზრდა ამ დრომდე დიღმის მთავარ სამმართველოში ჰყავთ გამოკეტილი და საქალაქოში ჯერ არ გადაუყვანიათ. მოძრაობა დაფიონის დამფუძნებელს ბრალი გუშინ ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნეს.
თავად ცეცხლაძე ბრალს არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.
გუშინ მოვინახულე ზვიად ცეცხლაძე. მისი მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. ჯანმრთელად არის, დაზიანებები არ აღენიშნება. განაცხადა, რომ პოლიციას დაკავებისას მის მიმართ შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ცეცხლაძე დაკავებულია 225-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის, ან ძალადობის ორგანიზებას. წუხელ გადმოგვეცა სისხლის სამართლის საქმის მასალები. გავეცანით, ფიზიკურად რისი გაცნობის შესაძლოებლობაც ამ დროისთვის გვქონდა. დღეს ჩაინშნება პროცესი, ველოდებით შუამდგომლობის შეტანას. ვარკვევთ, რომელ მოსამართლეზე განაწილდება სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად, ამ კონკრეტული საქმის განხილვის ფარგლებში, დღეს იმსჯელებს სასამართლო ზვიად ცეცხლაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით", - აცხადებს ადვოკატი.
"დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს - უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს ის სახლში აბსოლუტურად მარტო. ახალგაზრდას მობილური ტელეფონიც არ ჰქონდა, რომ მის სახლში მიმდინარე პროცესები გადაეღო.