ქერჩის რაიონში აფეთქებები იყო - ე.წ. ყირიმის ხიდი დროებით დაკეტეს
6 დეკემბერს, გამთენიისას, აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ ქერჩის რაიონში - ე.წ. ყირიმის ხიდი დროებით დაკეტეს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ყირიმის თავზე გაანადგურეს ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო შავ ზღვაში - ორი უეკიპაჟო კატერი, რომლებიც ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდნენ. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
უკრაინას ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.