თავს მხნედ გრძნობს, დაკავებას აქციაზე დგომას უკავშირებს - ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ბრალის დადგენილების გაცნობას დიღმის იზოლატორში ელოდება - ის უკვე მოინახულა ადვოკატმა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ მსახიობი თავს კარგად ცნობს. რაც შეეხება მის დაკავებას, ანდრო ჭიჭინაძე ამ ყველაფერს აქციაზე დგომას უკავშირებს
მოვინახულე ანდრო, მხნედ არის, ჯანმრთელად არის, მისი ფიზიკური მდგომარეობა გუშინდელს შემდეგ არ არის შეცვლილი. ერთადერთი, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ბრალდებას რაც შეეხება, კვლავ ისეთი სიტუაციაა, რომ ჩვენთვის არაფერი არ არის ცნობილი. თვითონ უკავშირებს ამ ყველაფერს მხოლოდდ ა მხოლოდ იმ საპროტესტო აქციებს, რომელიც მიმდინარეობს მთელს ქვეყანაში და მათ შორის რუსთაველზე. სხვას მას შეუძლებელია თეორიულადაც ვინმე რამეს მიედავოს", - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გუშინ დააკავეს. თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე აიყვანეს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან