ონისეს და მამაჩემის ტელეფონები ამოიღეს, გადაატრიალეს სახლი, მაგრამ მეტი ვერაფერი იპოვეს - ცხადაძის ძმა

06.12.24 13:14
ონისეს და მამაჩემის ტელეფონები ამოიღეს, გადაატრიალეს სახლი, მაგრამ მეტი ვერაფერი იპოვეს - ცხადაძის ძმა

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ონისე ცხადაძსი და მისი მამის ტელეფონები ამოიღეს. როგორც იუმორისტის ძმა ამბობს, სახლში მეტი ვერაფერი იპოვეს, რადგან თერჯოლაში მათ პირადი ნივთები თითქმის არ აქვთ.

ეს არის ჯაჭვური, პირამიდული დაშინების მეთოდი - ამბობს დაკავებულის ძმა. 

ეს არის ჩვენი მშობლების სახლი, სადაც მე და ონისე წელიწადში, ჯამში ერთი თვე ვართ. შესაბამისად, იქ ჩვენ პირადი ნივთები არ გვაქვს, მინიმალური რაოდენობით, მითუმეტეს არცერთ ლოკაციაზე კანონსაწინააღმდეგო არაფერი, აირწინაღიც კი არ გვაქვს. თან არსად წერია, რომ აირწინაღი კანონსაწინააღმდეგოა. ამოიღეს მხოლოდ ტელეფონები, მამაჩემის და ჩემი ძმის. სხვა რამე ვერაფერი ვერ იქნებოდა. გადაატრიალეს სახლი, მაგრამ სხვა ვერაფერი ამოიღეს. გაფუჭებული პროცესორი მაქვს კომპიუტერის, რომელზეც ჩემმა მშობლემა უთხრეს, რომ გაფუჭებულია. ეს არის ჯაჭვური, პირამიდული დაშინების მეთოდი. შიში შეიძლება გაჩნდეს რაღაც დროით, მერე ქრება ყოველთვის", - ამბობს ონისე ცხადაძის ძმა. 

ონისე ცხადაძე გუშინ დააკავეს - კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იურმორისტის სახლში, თერჯოლაში გვიან ღამით შევიდნენ. 

ცხადაძე დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული - ადვოკატმა ის უკვე მოინახულა. უფლებადამცველის განცხადებით, ონისე თავს მხნედ გრძნობს.