20 წლის ლუკა ჯაბუა გამთენიისას საკუთარ სახლთან დააკავეს - რა ინფორმაცია გამოიტანა იზოლატორიდან ადვოკატმა
დღეს გამთენიისას 20 წლის ლუკა ჯაბუა დააკავეს - აქტივისტი დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი. მასტან უფლებადამცველი უკვე იყო შესული.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მას ჩასაფრება მოუწყვეს საკუთარ სახლთან და დილით, როდესაც სახლიდან გამოდიოდა, დააკავეს.
20 წლის ბიჭს, რომელიც მეგობრებთან ერთად აქციაზე დადიოდა, ძალადობას, პოლციელზე თავდასხმას და ნივთის დაზიანებას ედავებიან.
თავად დაკავებული ვერ ხვდება, თუ რომელ ეპიზოდზეა საუბარი, რადგან მისი თქმით, სულ აქციის უკანა ფლანგზე იმყოფებოდა.
20 წლის ბიჭი არის დაკავებული ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, წარმოიდგინეთ, ძალადობა, პოლციელზე თავდასხმა, ნივთის დაზიანება, ბევრი რამე არის ამ მუხლში მოცემული, 225-ე მუხლის პირველი ნაწილია ამ ეტაპზე რაც ვიცით, საქმის მასალები ჯერ არ გვაქვს. სახლიდან მოხდა მისი აყვანა. მისი პირადი მობილურია ამოღებული. აქციაზე იყო ნამდვილად, ოღონდ თავის მეგობრებთან ერთად უკანა ფლანგზე, წარმოდგენა არ აქვს რა ძალადობაზე და ოგანიზებაზეა საუბარი.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან